ჩვენ შესახებ

 დედოფლისწყაროში ფერმერთა მომსახურების ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო 2005 წელს ი/მ ზურაბ თეთვაძის სახელწოდებით. ამავე წელს მოხდა მისი რეგისტრაცია ინდივიდუალურ მეწარმედ. თავდაპირველად ფერმერებს მხოლოდ პესტიციდებს, მინერალურ სასუქებს და ფუნგიციდებს ვაწვდიდით, შემდგომში პერიოდულად ხდებოდა  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა, ყოველ წელს აღნიშნული პარკის  განახლება და რა თქმა უნდა აგრო ოპერაციებით ფერმერთა მომსახურება.  

2004 წელს 2KR- პროგრამის ფარგლებში გადმოგვეცა ნეუჰოლანდის ტიპის 110 ცხ.ძ ტრაქტორი გუთნით და მცირე წარმადობის მისაბმელით, რომელიც 10 წლის განმავლობაში საუკეთესოდ იქნა გამოყენებული სხვადასხვა აგრო ოპერაციებზე. რაც შეეხება სხვა სასოფლო-სამეურნეო პროგრამებს 2014 წლიდან აქტიურად ვთანამშრომლობთ USAID/REAP პროექტთან, რომლის ფარგლებში გადმოგვეცა თანამედროვე ინვენტარი და ნიადაგის ლაბორატორია, (ამერიკული ტიპის).  ჩვენი ფერმერული ცენტრი ფერმერებს უწევს სხვადასხვა აგრო ოპერაციებით  მომსახურებას , აგრეთვე ჩვენი დახმარებით ფერმერებს ეძლევათ შესაძლებლობა  სრულფასოვნად მოახდინონ ნიადაგის ნიმუშების აღება და შესაბამისად ანალიზების საფუძველზე შესაბამისად გამოიყენონ მინერალური სასუქები.

ფერმერთა მომსახურების ცენტრს წლების მანძილზე საკმაოდ კონკურენტულ რეჟიმში უხდებოდა განვითარება, მჟამად სრულიად შეიცვალა შენობის იერსახე, მოეწყო და აღიჭურვა საკონფერენციო დარბაზი, სადაც პერიოდულად იმართება ტრენინგები სოფლის-მეურნეობაში დასაქმებული ფერემრებისათვის. ამ პროცესებმა მარკეტინგული კუთხით ცენტრს საშუალება მისცა მნიშვნელოვნად გაეზარდა მომსახურების არეალი.

ამინდის პროგნოზი

giweather joomla module

შეკვეთა

ქვემოთ მოცემული ფორმით შეგიძლიათ შეგვიკვეთოთ პროდუქცია.

შეკვეთის შინაარსში მიუთითეთ დეტალები (პროდუქციის დასახელება, რაოდენობა). ჩვენი ოპერატორი ოპერატიულად დაგიკავშირდებათ.

Form by ChronoForms - ChronoEngine.com