ხორბალი

ხორბლის მარცვლის მსოფლიო წარმოებაში საშემოდგომო ხორბალის ხვედრითი წილი გაცილებით მეტია, ვიდრე საგაზაფხულო  ფორმებისა. მისი ესოდენ დიდი გავრცელება იმითაა გამოწვეულია , რომ მისი მოსავლიანობა უფრო  მყარი და საიმედოა, ხოლო მარცვლიდან მიღებული პროდუქციის ხარისხი უკეთესი.

საშემოდგომო ხორბალი უკეთესად იყენებს ნიადაგის ტენს, ინვითარებს მძლავრ ფესვთა სისტემას და აქვს ბარტყობის მეტი უნარი ვიდრე საგაზაფხულო ხორბალს.

 

 საშემოდგომო ხორბალი  გრძელი დრის მცენარეა, ხანგრძლივი განათების პირობებში ინტენსიურად მიმდინარეობს ყვავილობა და მარცვლის დასრულება. ხორბლის აღმოცენება იწყება 3-40 სითბოს პირობებში. ხორბლის აღმოცენება და ბარტყობა ნორმალურად მიმდინარეობს  12-150 სითბოს პირობებში. გვიან თესვის დროს სითბოს ნაკლებობის შედეგად ჭიანურდება აღმოცენება და ბარტყობის პროცესი. მოსავლიანობის გადიდებისთვის მეტი მნიშვნელობა აქვს საშემოდგომო ნაბარტყევს, ამიტომ ყველა ღონისძიება უნდა იყოს საშემოდგომო  ბარტყობის ხელშეწყობისთვის. ნაადრევი თესვის დროს, თუ ნიადაგში საკმაოდ არის ტენი, მცენარე ადრე იწყებს აღმოცენებას და ბარტყობას, ამასთან ნაბარტყი უფრო ძლიერია. შემდეგ პერიოდში წყალზე მომთხოვნილება თანდათანობით კლებულობს , მაგრამ რძისებური სიმწიფის ფაზამდე ის მაინც კიდევ საჭიროა.

საშემოდგომო ხორბალი კარგად იტანს ზამთრის ყინვასაც. ხორბლისთვის საზიანოა ტემპერატურათა მკვეთრი ცვლილება დღისით სითბო და ღამე ყინვა. საშემოდგომო ხორბალის აღმოცენებასა და ბარტყობის ენერგიაზე  გადამწყვეტ გავლენას ახდენს ნიადაგის ტენი. ბარტყობის დიდი ხნით გაჭიანურებას უარყოფითი შედეგი მოსდევს, რომ გვიან წარმოქმნილი ღეროები ვეღარ ასწრებენ ნორმალურად განვითარებას , ზოგი მათგანი თავთავს ვერ იკეთებს და რომელიც ასწრებს თავთავის გაკეტებას ვერ ასრულებს დამწიფებას და მშიერ მარცვალს იძლევა.

ხორბლის ყვავილობა ხელსაყრელ გარემო პირობებში ერთი კვირის განმავლობაში მთავრდება, ხოლო თბილსა და მშრალ ამინდში ეს პროცესი 2-3 დღით მცირდება. როგორც ყვავილობა, ისე დამტვერიანება და განაყოფიერება ნორმალურად მიმდინარეობს 12-30 0 სითბოს პირობებში. მარცვლის ჩამოყალიბება დასრულება და მომწიფება გრძელდება დაახლოვებით 30 დღე და დამოკიდებულია, როგორც ჯიშზე, ისე ამინდის პირობებზე.

ადგილი თესლბრუნვაში:   საშემოდგომო ხორბლის ადგილს თესლბრუნვაში განსაზღვრავს  მისი ბიოლოგიური თავისებურებანი.  ეს იმაში მდგომარეობს, რომ  ხორბლის ფესვთა სისტემა, სხვა კულტურებთან შედარებით არ არის მძლავრად განვითარებული  და წყალსა და საკვებ ნივთიერებათა შეთვისების  შედარებით ნაკლები უნარით ხასიათდება. მისი წვრილი ღეროები და სუსტი შეფოთვლა ვერ უწევს სათანადო მეტოქეობას სარეველების განვითარებას, რის გამოც  ხორბლის ნათესები ხშირად იჩაგრება. საშემოდგომო  ხორბლისთვის თესლბრუნვაში საუკეთესო  წინამორბედებია ისეთი კულტურები, რომელთა მოსავლის აღების შემდეგ მინდორი რჩება სარეველებისგან გასუფთავებული და შედარებით ფხვიერი. ასეთ წინამორბედებად ითვლება  სათოხნი კულტურები: სიმინდი, შაქრის ჭარხალი, კარტოფილი, თამბაქო, მზესუმზირა, საკვები ძირხვენები, ბაღჩეული  და სხვა. 

 საშემოდგომო ხორბლისთვის ნიადაგის დამუშავება დამოკიდებულია ადგილობრივ პირობებზე  და ხორბლის წინამორბედზე თესლბრუნვაში.  საქართველოს პირობებში საშემოდგომო ხორბალი ძირითადად ითესება სათოხნი კულტურებისგან განთავისუფლებულ მინდორზე.  ნიადაგის დამუშავების თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ამ კულტურების (სიმინდი,  შაქრის ჭარხალი) მოსავლის აღება გვიან წარმოებს და მცირე დრო რჩება ხორბლის დათესვამდე  ნიადაგის მოსამზადებლად. ამიტომ სათოხნი კულტურების მოსავლის აღებისთანავე უნდა გაიწმინდოს ნარჩენებისგან და მოიხნას. სათოხნი კულტურებისაგან განთავისუფლებული  მინდორი, განსაკუთრებით ურწყავ პირობებში  შედარებით ფხვიერია, ამიტომ მისი მოხვნა ღრმად ხშირად არ იძლევა სასურველ შედეგს, ღრმად ხვნის დროს ხნული ამოდის ბელტიანი და დიდხანს არ იშლება, ეს ხელს უშლის ხორბლის თესვას,  მინდორი უნდა მოიხნას 12-14 სმ სიღრმეზე თანმიყოლებული დაფარცხვით. როცა საშემოდგომო ხორბალი ნახორბლარზე ითესება, ნაწვერალის დამუშავების საუკეთესო წესია მოსავლის აღებისთანავე ნიადაგის სრულ სიღრმეზე 20-22 სმ - ზე  მოხვნა.

თესლის მომზადება დასათესად:  მაღალხარისხიანი თესლი უხვი მოსავლის აუცილებელი პირობაა. დასათესად გამოყენებული უნდა იქნას კარგი ხარისხის, პირველი კლასის თესლი. ხორბლის თესლი უნდა განიავდეს, რომ მოსცილდეს მშიერი და ბჟირი მარცვალი, სხვადასხვა სარეველების და უცხო კულტურათა მინარევები (ჭვავი, შვრია, ქერი და სხვა.). დათესვამდე თესლი უნდა დამუშავდეს თერმულად ან ქიმიურად.

თესვის ვადა და თესვის წესი: საშემოდგომო ხორბლის თესვის დროზე დათესვას დიდი მნიშვნელობა აქვს მომავალი მოსავლისთვის. თესვის ვადის სწორად შერჩევაზეა დამოკიდებული ნათესის თანაბარი აღმოცენება, მისი შემოდგომიდანვე ნორმალუურად განვითარება და წარმატებით გადაზამთრება, მნიშვნელოვანი გადახრა როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. ზედმეტად ადრე თესვა ან თესვის დაგვიანება დიდ უარყოფით გავლენას ახდენს მოსავალზე. დაგვიანებით თესვის შედეგად მცენარე ვერ ღებულობს სითბის საჭირო რაოდენობას, ვერ ასწრებს ფესვთა სისტემის ნორმალურად განვითარებას და ზამთარს ხვდება დასუსტებული. ნაადრევად დათესილი ყანა კი ადვილად ზიანდება ზამთრის ყინვებისაგან.

საშემოდგომო ხორბლის სათესი ნორმა დამოკიდებულია ადგილობრივ პირობებზე, ნიადაგისა და ხნულის მდგომარეობაზე, სათესლე მასალის ხარისხსა და ჯიშზე, თესვის ვადებზე და ა.შ მაღალი აგროტექნიკის პირობებში იყენებენ გადიდებულ სათეს ნორმებს 250-300 კგ/ჰა.

 

 

ამინდის პროგნოზი

giweather joomla module

შეკვეთა

ქვემოთ მოცემული ფორმით შეგიძლიათ შეგვიკვეთოთ პროდუქცია.

შეკვეთის შინაარსში მიუთითეთ დეტალები (პროდუქციის დასახელება, რაოდენობა). ჩვენი ოპერატორი ოპერატიულად დაგიკავშირდებათ.

Form by ChronoForms - ChronoEngine.com