სიახლეები

ი/მ ზურაბ თეთვაძე აქტიურად არის ჩართული USAD/REAP პროექტის სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობის ინიციატივაში. შირაქის ველზე მოწყობილ 3 ჰა სადემონსტრაციო ნაკვეთზე ხდება მარცვლეულის და პარკოსნების მოყვანა ნიადაგის მინიმალური დამუშავების ტექნოლოგიის გამოყენებით. აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენებამ ცხადჰყო ამ უკანასკნელის უპირატესობა ნიადაგის დამუშავების ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით ეკონომიკური ეფექტიანობის თვალსაზრისით

სადემონსტრაციო ნაკვეთზე პროექტის ხელშეწყობით ჩატარდა მინდვრის დღეები, სადაც ადგილობრივმა ფერმერებმა, სასოფლო-სამეურნეო სამსახურების ექსტენციის სპეციალისტებმა და სტუდენტებმა პრაქტიკაში იხილეს მინიმალური ტექნოლოგიის გამოყენება და მისი დადებითი ეფექტი პროდუქციის წარმოების ციკლის ამა თუ იმ ეტაპზე.

 

2016-2016 წლებში სადმეონსტრაციო ნაკვეთზე ჩატარებული მინდვრის დღეები:


 2014 წელი, 31 ოქტომბერი - ხორბლის სხვადასხვა ჯიშების თესვა მინიმალური და ნულოვანი დამუშავების სათესის გამოყენებით და ტრადიციული ტექნოლოგიით

 


2015 წელი, 28 აპრილი - მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული სისტემის (მცენარეთა დაცვის საშუალებების) გამოყენება


2015 წლის 3 ივლისი - მოსავლის აღება

 

  

2016 წლის 20 აპრილი - მარწყვის წარმოებაში წვეთოვანი ირიგაციის და მულჩის გამოყენება; სოიას თესვა ნიადაგის მინიმალური დამუშავების ტექნოლოგიით; ლობიოს თესვა ნიადაგის მინიმალური დამუშავების ტექნოლოგიით

 

 

საერთო ჯამში, სადემონსტრაციო ნაკვეთებზე ჩატარებულ მინდვრის დღეების ფარგლებში თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების სფეროში ცოდნა აიმაღლა 150-მდე მცირე ფერმერმა, 80 - მდე ექსტენციის სპეციალისტმა და 48 სტუდენტმა.

ამინდის პროგნოზი

giweather joomla module

შეკვეთა

ქვემოთ მოცემული ფორმით შეგიძლიათ შეგვიკვეთოთ პროდუქცია.

შეკვეთის შინაარსში მიუთითეთ დეტალები (პროდუქციის დასახელება, რაოდენობა). ჩვენი ოპერატორი ოპერატიულად დაგიკავშირდებათ.

Form by ChronoForms - ChronoEngine.com